კურსში ჩართულია 7 ტრენერი, ყველა მათგანი სასტუმრო ინდუსტრიაში მოქმედი მენეჯერია – 9-დან 20 წლამდე პრაქტიკული გამოცდილებით!
კურსი განკუთვნილია:
- სასტუმროში დასაქმებული შუა რგოლის მენეჯერებისთვის
- სასტუმროს რიგითი თანამშრომლებისთვის, ვისაც აქვს ამბიცია დაწინაურდეს მენეჯერის პოზიციაზე
- უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის
📌 ხანგრძლივობა – 2 თვე
📌 დაწყების თარიღი – 23 ოქტომბერი
📌 დასრულების თარიღი – 25 დეკემბერი
📌 რეგისტრაცია დასრულდება 22 ოქტომბერს!
📌 საათების რაოდენობა – 64
📌 ღირებულება – 1375 ლარი
📌 გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
📌 კურსში შედის ყავის შესვენება
🕜 ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, 2 საათიანი დატვირთვით – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
კურსზე მოქმედებს შიდა განვადება (თანხის 2 ეტაპად გადანაწილება) და თიბისი ბანკის განვადება თვეში 30 ლარიდან!
მარტოხელა და მრავალშვილიან დედებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება!
გაიარეთ რეგისტრაცია
1. სტუმრის მიღება-განთავსების დეპარტამენტის მართვა (12სთ)
ტრენერი – მაგდა შავშიშვილი
სამუშაო ადგილი – სასტუმრო „იოტა“
პოზიცია – სტუმრის მიღება-განთავსების დეპარტამენტის უფროსი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 9 წელი
- სასტუმრო და სასტუმროს აგებულება
- სტუმრის მიღება-განთავსების დეპარტამენტის როლი სასტუმროს მართვაში
- სასტუმროს მართვის სისტემები
- სტუმრის მიღება-განთავსების თანამშრომლების უფლება-მოვალეობები
- ფრონტ ოფისის ოპერირება და კონტროლი
- გუნდური მუშაობა და მოტივაცია
- სტუმრის პრობლემების მოგვარება
- ელექტრონული წერილების წერის კულტურა და სტანდარტი; შაბლონები
- როგორ გავხდე ფრონტ ოფისის დეპარტამენტის უფროსი
- როგორი უნდა იყოს ფრონტ ოფისის მენეჯერი
2. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (8სთ)
ტრენერი – ილია საგანელიძე
სამუშაო ადგილი – სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“
პოზიცია – კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სერვისის მენეჯერი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 15 წელი
- ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტები
- საკვების უსაფრთხოების მთავარი წესები კვების ობიექტების ტიპები და მომსახურეობის სტანდარტები
- მენიუს ტიპები
- ქცევის და მომსახურების სტანდარტები
- რა განაპირობებს რესტორნის/ბარის წარმატებასა და რენტაბელობას
- მიმტანი გაყიდვების როლში
- მაგიდის სერვირება ობიექტის ტიპის მიხედვით
- კერძების მირთმევის თანმიმდევრობა
- მომსახურების ტიპები და სტილი
- სასმელის სწორად შეთავაზება კერძების შეკვეთის შემდეგ
- სასმელების ტიპები და მათი მოკლე განმარტება
- სხვადასხვა სასმელისათვის შესაბამისი ინვენტარი და მირთმევის სტანდარტები
- “Room Service” – სტანდარტები და მომსახურება
- Mini Bar – სტანდარტები და მომსახურება
- Breakfast – სტანდარტები და მომსახურება
3. ტრენერი – პიტერ ჰინჩლიფი (6სთ)
სამუშაო ადგილი – მარიოტის საერთაშორისო ქსელი: “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი” და სასტუმრო “მოქსი”
პოზიცია – კვებისა და სასმელების დეპარტამენტის უფროსი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 16 წელი
- ემოციური შეხების წერტილები კვებასა და სასმელებში;
- ემოციური კავშირის დამყარება სტუმართან
- დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა
- სტუმრის ძირითადი საჭიროებები
- ყველაზე მეტად სად არის საჭირო ემოცია
- კვებისა და სასმელების მართვის მნიშვნელოვანი ინდიკატორები
- შემოსული მოთხოვნების დაჯავშნა
- სასტუმროში მცხოვრები და გარედან შემოსული სტუმრების მომსახურება – მსგავსებანი და სხვაობანი
- დღიური საშუალო ნავაჭრი ერთ ადამიანზე
- პროდუქტიულობის მნიშვნელობა და მოცულობა
- კვებისა და სასმელების ხარჯები/ხარჯის კონტროლის აქტივობები
- მენიუს შექმნის ხელოვნება
- საათობრივი შემოსავალი კვებისა და სასმელების ობიექტზე
- უკმაყოფილო სტუმრებთან და საჩივრებთან გამკლავება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით
- ღვინისა და საკვების შეხამება
- საკვების კლასიკური შეხამება და ქართულ ღვინოზე მორგება
- ეფექტური რეზუმეს შედგენა
- გასაუბრების უნარ-ჩვევები
4. გაყიდვების ხელოვნება სასტუმრო ინდუსტრიაში (12სთ)
ტრენერი – ჯულია მგელაძე
სამუშაო ადგილი – სასტუმრო „ქინგ გორგასალი“
პოზიცია – გენერალური მენეჯერი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 16 წელი
- ზოგადად ტურიზმის მიმოხილვა და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის განხილვა
- გაყიდვების დეპარტამენტის როლი
- ღონისძიებების გაყიდვები, კორპორატიული გაყიდვები, სხვა სერვისების გაყიდვები
- გაყიდვების დეპარტამენტის თუ გაყიდვების თანამშრომლის სწორი კომუნიკაცია დეპარტამენტებთან
- წარმატებული შეხვედრა! პარტნიორთან კომუნიკაცია და სწორად შესრულებული სამუშაო გეგმა
- გაყიდვების მენეჯერის ფუნქციები, შემოსავლების მენეჯერის ფუნქციები და ერთობლივი მუშაობის სტრუქტურა
- გაყიდვების ფუნქციური მნიშვნელობა, სტრატეგიული ხედვა, კრეატივი და ხელოვნება გაყიდვებში, როგორც წარმატებული მომავლის საწინდარი
- ჯავშნების სეგმენტური სახეობები და საფასო პოლიტიკა
- სეგმენტურად სწორი შეთავაზების გაკეთება, ოფიციალური თუ ვერბალური კომუნიკაცია პარტნიორებთან
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის როლი გაყიდვების სფეროში
- ბაზარზე არსებული სასტუმროების განხილვა. წარმატებული გაყიდვების მენეჯერები
- ახალი მსოფლიო ტენდენციები
- გაყიდვების თანამშრომლის ვიზუალი, მანერები, ჩაცმულობის ეტიკეტი
- დროის მენეჯმენტი გაყიდვების სპეციალისტებისთვის
5. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (10სთ)
ტრენერი – ანა ქაჯაია
სამუშაო ადგილი – „რამადა ენკორ თბილისი“
პოზიცია – ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 21 წელი
- სასტუმროს ადამიანური რესურსის მართვის განყოფილების მიზნები, მიღწევები, მოღვაწეობა და მნიშვნელობა
- HR-ი როგორც ორგანიზატორი ბიზნეს პარტნიორი
- კორპორატიული პასუხისმგებლობა / ერთგული თანამშრომლის მნიშვნელობა
- ორგანიზაციული სტრუქტურა
- თანამშრომლობის ციკლი
- თანამშრომლის შერჩევა, დასაქმება
- დასაქმებულის და დამსაქმებლის ვალდებულებები
- საქართველოს შრომის კოდექსის გარკვეული პუნქტები
- თანამშრომლის განვითარება, სწავლის და ინფორმაციის აღქმის სტილები
- ემოციური ინტელექტი
- თანამშრომლის მოღვაწეობის შეფასება
- მოტივაცია და დაფასება
- თანამშრომლის განთავისუფლება
6. ბუღალტერია (12სთ)
ტრენერი – ლიკა ორაგველიძე
სამუშაო ადგილი – სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“
პოზიცია – მთავარი ბუღალტერი
სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – 10 წელი
- ბუღალტერიის დეპარტამენტის როლი სასტუმრო ინდუსტრიაში და დეპარტამენტის სტრუქტურა
- სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი კავშირების გამოვლენა
- შემოსავლების და ხარჯების კლასიფიკაცია და აღრიცხვა
- ნაღდი ფულის მენეჯმენტი, შიდა კონტროლი
- შესყიდვების პროცედურები და მატერიალური მარაგების მართვა
- საქართველოს საგადასახადო სისტემა, ძირითადი გადასახადები, აღრიცხვა, დეკლარირება
- ფინანსური უწყისების ზოგადი მიმოხილვა
7. თანამედროვე მენეჯმენტი/მართვის ფსიქოლოგია (6სთ)
ტრენერი – ნატალი სოხაძე
სამუშაო ადგილი – „ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია“
პოზიცია – გენერალური მენეჯერი
- ეფექტური კომუნუკაცია
- ადამიანის ფსიქოტიპები
- უსტრესო პროდუქტიულობა
- ემოციის მართვა
- ლიდერი თუ მენეჯერი
- გუნდი და ჯგუფი
- დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტები
გაიარეთ რეგისტრაცია
☎️ დაგვიკავშირდით: 595 017 226 ან მოგვწერეთ: [email protected]