სტუდენტთა ხელშეკრულება – ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია

ა(ა)იპ ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის სტუდენტთა ხელშეკრულება

ერთის მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია, (ს.კ. 405200786) მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის 2, წარმოდგენილი დირექტორი ნატალია სოხაძის სახით ( შემდგომში ,,შემსრულებელი“ ) და მეორეს მხრივ, - სასტუმროს მართვის ინტეგრირებული კურსის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - პროფესიული სტუდენტი), საქართველოს კანონისა პროფესიული სწავლების შესახებ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შევთანხმდით შემდეგზე:


მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1. წინამდებარე ხელშეკრულებით განისაზღვრება ურთიერთობა აკადემიასა და აკადემიის პროფესიულ სტუდენტს შორის.

მუხლი 2. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები

1. აკადემია ვალდებულია:
ა) შეუქმნას სტუდენტს ყველა პირობა საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
ბ) შექმნას ყველა პირობა საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ საგნებში მეცადინეობების მაღალ აკადემიურ და მეთოდურ დონეზე ჩასატარებლად;
გ) განახორციელოს სტუდენტის მომზადება პროფესიულ კურსზე;
დ) უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტი პრაქტიკით, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში;
ე) უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა იმ მატერიალურ ტექნიკურ საშუალებებისა, რომლებიც აუცილებელია სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის
ვ) უზრუნველყოს სტუდენტისათვის საჭირო ნორმატიულ დოკუმენტების (საგანმანათლებლო პროგრამები, სილაბუსები, შეფასების სისტემა, აკადემიის შინაგანაწესი, წესდება და სხვა) ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით აღნიშნული დოკუმენტაცია განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე.
ზ) უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის დისკრიმინაცია რელიგიური, რასობრივი, ნაციონალური, გენდერული და სხვა დისკრიმინაციული მოტივებით;
თ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმებით (შუალედური ტესტირება, ფინალური გამოცდა) გასცეს სტუდენტზე კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, - სერტიფიკატი
2. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს აკადემიის წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებული და აკადემიის შიდა რეგულაციებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები, დაემორჩილოს აკადემიის დირექტორს, და პროფესიული საგნების წასაკითხად მოწვეული პრაქტიკოსი ტრენერების მითითებებს.
გ) მოემზადოს პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობებისათვის, დაიცვას აკადემიის ღირსება, გაუფრთხილდეს აკადემიის რეპუყაციასა და იმიჯს, გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებას და აქტიური მონაწილეობა მიიღოს აკადემიის სასწავლო საქმიანობაში;
დ) გადაიხადოს სწავლის საფასური წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან რომ ყველა ქონებრივი უფლება შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის და/ან მისი კლიენტისთვის შექმნილ ნაწარმოებზე (შემდგომში - „ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტი“), რომელიც დაკავშირებულია „შემსრულებლის“ მიერ „მომსახურების“ გაწევასთან, წარმოადგენს მის უშუალო შედეგს, ეკუთვნის შესაბამისად „დამკვეთს“. არ გაიცეს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრება მესამე პირზე, რადგან აკადემიის მხრიდან გაცემული ინფორმაცია აკადემიის ინტელექტუალურ ქონებას წარმოადგენს!
3. აკადემია უფლებამოსილია:
ა) გამოიყენოს პროფესიული სტუდენტის მიმართ წახალისების სხვადასხვა ფორმები (მათ შორის გასცეს სტიპენდია, დააფინანსოს პროფესიული სტუდენტი 100%-ით ან 100-ზე ნაკლები %-ით), შინაგანაწესის გადაწყვეტილებების საფუძველზე;
4. პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) ისარგებლოს თანაბარ პირობებში აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი;
დ) მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება ან სხვა სახის შეღავათები აკადემიისაგან ან სხვა წყაროებიდან, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდების შესაბამისად;
ე) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა, აკადემიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
ვ) პერიოდულად მოახდინოს საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პროცესისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესზე დაშვება და ფინანსური ურთიერთობები

1. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს კურსის ღირებულების სრული თანხა ან 3 ეტაპად სწავლის დაწყებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე I ეტაპი, 1თვეში II ეტაპი და ბოლო თვეს, სწავლის დასრულებამდე მაქსიმუმ 1 კვირით ადრე III ეტაპი.
2. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად პროფესიული სტუდენტი აკადემიას გადაუხდის 1600 (ათას ექვსას) ლარს; 600, 500, 500, 3 ეტაპად.
3. სწავლის საფასური ჩარიცხულ უნდა იქნას აკადემიის საბანკო ანგარიშზე.
4. სწავლის საფასურის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა მიერ წერილობითი შეთანხმებით.
5. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ავტომატურად გარიცხულად ჩაითვლება, შევა აკადემიის ნეგატიურ ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით 150-მდე სასტუმროსთვის, არ შევა აკადემიის დასაქმების ბაზაში და არ მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.
6. თუ მსმენელს არ გააჩნია რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე (Intermediate) ცოდნა, ისინი არ დაიშვებიან სტაჟირებაზე, რადგან სასტუმროს მთავარი მოთხოვნა ენების ცოდნაა. შესაბამისად მსმენელი კურსის დაწყებამდე ინფორმირებულია და უთანხმდება აკადემიას სიტყვიერად, ისე რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს სტაჟირების ან დასაქმების აკადემიის მხრიდან. აკადემია არაა ვალდებული დაასაქმოს მსმენელი, მსმენელის დასაქმება წარმოადგენს აკადემიის კეთილ ნებას.
7. თუ მსმენელს სწავლის გადასახადს რომელიმე ორგანიზაცია უფინანსებს, ხოლო სტუდენტმა სწავლა 14 კვირაზე ადრე თვითნებურად შეწყვიტა (მიზეზი არ განიხილება უბედური შემთხვევის გარდა) სტუდენტი ვალდებულია დაფაროს გადასახადი სრულად. თანხის არგადახდის შემთხვევაში სტუდენტის მისამართით აღიძრება აქტი.

მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტის პირობები

1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ხანგრძლივობით.
2. სტუდენტის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიის დირექტორს;

მუხლი 5. სხვა პირობები

1. მხარეთა შორის წამოქმნილი ყველა სახის უთანხმოება უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2. ხელშეკრულება შედგენილია 2 ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან. ორივე მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

მხარეთა ხელმოწერა: