რატომ ჩვენთან – ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია

რატომ ჩვენთან

აკადემიის ტრენერები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები - ყველაზე ცნობად, ბრენდულ სასტუმროთა ქსელში დასაქმებული წარმატებული ადამიანები არიან. ჩვენი ტრენერების გუნდი შედგება 4 და 5*-იანი სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებისა და სასტუმროს გენერალური მენეჯერებისგან, რადგან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში თეორიასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკას და მსმენელებისთვის პრაქტიკოსი ტრენერების გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტია მათ შემდგომ დასაქმებაში! ჩვენთვის მთავარია მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც პრაქტიკას ეფუძნება!

აკადემიის პროგრამები შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ლექციებისგან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროფესიის საფუძვლიანად დაუფლებას. თეორიული და პრაქტიკული ლექციების გარდა ვაწარმოებთ ე.წ. “ჰაუსტურებს” საქართველოს 4 და 5*-იან სასტუმროებში, რათა მსმენელებმა იმის ვიზუალიზაცია მოახდინონ, რაც თეორიულად ისწავლა! კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს უტარდებათ სპეციალური ტრენინგები, რაც გასაუბრებისთვის მზადების ეტაპია, უცხოელი ტრენერები უცხო ენაზე ატარებენ გასაუბრების იმიტაციას, ქართველები კი ქართულად! ეს ძალიან ეხმარება მსმენელს მოიხსნას გასაუბრებისწინა სტრესი და უფრო თავდაჯერებული იყოს! ამის შემდეგ მსმენელები გადიან სტაჟირებას საქართველოს ბრენდულ სასტუმროებში, საიდანაც მათ ეხსნებათ გზა დასაქმებისკენ. აკადემიის მიზანიც სწორედ ეს არის: ყველა მოტივირებულ ადამიანს მისცეს საშუალება იპოვოს საკუთარი თავი ტურიზმის სხვადასხვა სფეროში, გაუჩინოს მიზნები და ამოცანები, რომლის ამოხსნაშიც ჩვენი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი დაეხმარება, გაუჩინოს პროფესიული ზრდის და განვითარების ამბიცია და მიაღწიოს წარმატებას.

ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიას მსმენელების საკმაოდ დიდი სეგმენტი ყავს. 17-დან 55წლამდე კარგი კომუნიკაციის მქონე, მოტივირებულ ნებისმიერ მსურველს, ვისაც რა თქმა უნდა კარგად აქვს განვითარებული რუსულისა და ინგლისური ენების სალაპარაკო უნარ-ჩვევები შეუძლია გაიაროს ჩვენი კურსები. თუ მსმენელს ენების ბარიერი აქვს - აკადემია ამ შემთხვევაში მათ სთავაზობს პროფესიული რუსულისა და პროფესიული ინგლისურის ინტენსიურ პროგრამას, რომელიც სპეციალურადაა მორგებული სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე.

პროფესიული განათლება მიმზიდველ და რეალურ საგანმანათლებლო ალტერნატივას წარმოადგენს საზოგადოების ფართო ფენებისათვის;

ახალგაზრდებისათვის ის წარმოადგენს ზოგადი განათლების შემდგომი განათლების მიღების ალტერნატივას.

ზრდასრულებისათვის - კარიერის განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმს და ახალ სპეციალობებში გადამზადების საშუალებას მათთვის, ვისაც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიის შეცვლა სჭირდება.

ჩვენს აკადემიაში სრული და თანაბარი შესაძლებლობებით არის პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა. მსმენელების მომზადება დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზაციის პერსპექტივით. ჩვენი სტუდენტების 95% დასაქმებულია, როგორც საქართველოს ქსელურ სასტუმროებში, ასევე დაბალბიუჯეტიან სასტუმროებში (ენების ცოდნის დონის, ასაკისა და უნარ-ჩვევების მიხედვით)


სწავლის და ანგარიშსწორების გრაფიკი

პროგრამები და სწავლების გრაფიკი მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტებზე და საქმიან ადამიანებზე. ლექციები მიმდინარეობს შაბათ-კვირას, სამუშაო დღეებში კი საღამოს 7 საათიდან. ვუზრუნველვყობთ გადახდის მსმენელზე მორგებულ გრაფიკს, გვაქვს შიდა განვადება, ანუ სრული თანხის რამდენიმე ნაწილად დაყოფა და თიბისი ბანკის განვადება თვეში მინიმუმ 30 ლარიდან! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, ვისაც სწავლა სურს - დაბალი ბიუჯეტი ხელს ვერ შეუშლის ამაში! გვაქვს შეღავათები მარტოხელა და მრავალშვილიან დედებზე!

სტუმარ-მასპინძლობის ეთიკა რეგიონებში

მომხმარებელს ვთავაზობთ პროგრამებს რეგიონებისთვის, რადგან არაერთი კვლევიდან ჩანს, რომ სერვისის დონე ბევრად დაბალია რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში! იქმნება ზემოთხსენებული ტრენინგების კომპლექსური პროგრამა, სადაც შედის საბაზისო (სტუმართან საკომუნიკაციო) პროფესიული ინგლისური ენაც! მიზანი: მეტი ტურისტის მოზიდვა რეგიონებში, ეკონომიკის ზრდა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში!