გამოხმაურება – ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია

გამოხმაურება

მოლოდინმა გაამართლა და შეიძლება ითქვას გადააჭარბა კიდეც. დავითი, ილია და ქეთი სამივე არაჩვეულებრივად უძღვებოდა ტრენინგებს, მაგრამ გამსაკუთრებით უნდა გამოვყო ქეთი, რომლის თითოეული ტრენინგი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. დიდი მადლობა ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიას პრაქტიკოსი ტრენერების არჩევისათვის. მე აუცილებლად დავბრუნდები.

მაია ხოშტარია

ტურიზმისა და სასტუმროს აკადემია არის ბედნიერება! მიყვარხართ ძალიან და აუცილებლად კიდევ მოვალ თქვენთან! საუკეთესოები ხართ ❤️ ეს სფერო უფრო მეტად შემაყვარეთ თქვენ და სპეციალისტმა ლექტორებმა! დიდი მადლობა ყველას ამ ცოდნისათვის! მიხარია რომ გავიცანი ამდენი თბილი ადამიანი ❤️

მეგი ლატარია

გიღვივებს საკუთარი თავისადმი რწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია და არასოდეს არის არაფერი გვიან.

თინა თორელი

მიხარია, რომ აკადემია აღმოვაჩინე და ვამაყობ, რომ აქ ვისწავლე. მუდამ პოზიტიური განწყობა.

სოფო მელიქიშვილი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიას ამ ორთვიანი კურსისთვის, რომელიც ემოციებით, ცოდნით, გამოცდილებით, რჩევებით, პოზიტივით, მნიშვნელოვანი ინფორმაციით და ოპტიმიზმით იყო სავსე.

ადელინა მესროპიანი