აკადემიის შესახებ – ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია

აკადემიის შესახებ

ა(ა)იპ ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია არის არამომგებიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები ისწავლება. აკადემია დაფუძნების დღიდან დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს!


მისია

ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის მისიაა საქართველოში, მომსახურეობის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სერვისის დონის ამაღლება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების უზრუნველყოფა.

მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მაღალი ზნეობრივი, მორალური, კულტურული და ეთიკური ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების შექმნა და დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა ფსიქოლოგიური “ქოუჩინგი”-ს გამოყენებით, განათლებული და თავდაჯერებული თაობის ფორმირება.